25 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
ფოთში ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ გზა გადაკეტა - ადგილობრივები ერმანენტული აქციებით იმუქრებიან

ფოთში ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ გზა გადაკეტა - ადგილობრივები გზის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მათი მტკიცებით, ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება მათ სახლებს აზიანებს. გარდა ამისა, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მშენებლობიდან გამომდინარე ჭარბი მტვერი და გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხესაც უქმნის.

მოსახლეობა მოითხოვს ალტერნატიული გზა მოიძებნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ფოთის მერი შეხვდა. გოჩა კურდღელიას თქმით, სამომავლოდ შემოვლითი გზის გაყვანა იგეგმება, თუმცა ეს გრძელვადიანი პროექტია და მას დრო სჭირდება.

"ისეთი მდგომარეობაა სარეცხს ვერ ვფენთ, ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ, ავადმყოფი მყავს სახლში და გარეთ ვერ გამომყავს. მერამდენეჯერ ვიკრიბებით უკვე. ეს აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს, სულ შევიკრიბებით, გადავკეტავთ, სულ როგორც ჩვენ გვიშლიან ნერვებს, ისე მოვუშლით ჩვენც," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დღის ამბები