25 აპრილი 2024,   00:17
ვრცლად
ფოთში COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში 21 პირს ლაბორატორიული კვლევებისათვის ბიოლოგიური მასალა აუღეს

ფოთში COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 21 პირს ლაბორატორიული კვლევებისათვის ბიოლოგიური მასალა აუღეს.

გამოსაკვლევი პირებიდან 12 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ფილიალის თანამშრომელია, 5 ე.წ საბურთალოს კლასტერის შესაძლო კონტაქტი, 4 კი სატრანზიტო ტვირთების გადამზიდავი მძღოლია. ლაბორატორიული კვლევები ზუგდიდი ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარდება.

"ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გაგზავნილ 21 პირის ანალიზის პასუხს ველოდებით. ამას ემატება ცხელების ცენტრის სამი პაციენტი. აღნიშნული კვლევა პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება," – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

დღის ამბები