18 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ოზურგეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა - ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა

ცოტა ხნის წინ ავტოავარია მოხდა ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე. სწრაფად მიმავალი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შუახნის ქალი, რომელიც ქუჩას კვეთდა, ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი სოციალურად დაუცველი იყო და ოზურგეთის საკათედრო ეკლესიასთან მოწყალების თხოვნით ირჩენდა თავს.

ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე - 6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები