09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
ქაბულში ავღანელ მაღალჩინოსნებს თავს დაესხნენ

მორიგი თავდასხმა მოხდა ავღანელ მაღალჩინოსნებზე ქაბულში. იუსტიციის სამინისტროსთან დანაღმული მანქანა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, ავტობუსს შეეჯახა, რომელსაც უწყების თანამშრომლები გადაჰყავდა.

ტერაქტის შედეგად სამინისტროს 4 თანამშრომელი დაიღუპა, 24 კი მძიმედ დაშავდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე თავდასხმაა, რომელიც თალიბებმა ქაბულში მოაწყვეს.

დღის ამბები