09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
ჩილეს სამხრეთ რეგიონებში წყალდიდობაა

ჩილეს სამხრეთ რეგიონებში წყალდიდობაა. გადაუღებელი წვიმის გამო ლოს ლაგოსში ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლები წაიღო.

ათობით სოფელში მეწყერიც ჩამოწვა, შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახკლაროდ დარჩა. მთიან დასახლებებში სასწავლო პროცესიც შეჩერდა, რადგან სტიქიამ სკოლის შენობებიც დააზიანა.

საშიში ზონებიდან 8 ათასზე მეტი ოჯახია ევაკუირებული. სინოპტიკოსების პროგნოზით ჩილეში წვიმიანი ამინდი კვირის ბოლომდე იქნება.

დღის ამბები