ხმაურიანი სპეცოპერაციის შემდეგ ვარკეთილი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. იქ, სადაც გუშინ სპეცრაზმი და ჯავშანმანქანები იყო მობილიზებული, დღეს მცხოვრებლებს თავისუფლად გადაადგილების უფლება მიეცათ.
თუმცა, "რუსთავი 2-ის" გადამღებმა ჯგუფმა დღეს ადგილზე ტყვია იპოვა, ამის გათვალისწინებით ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება. ახლა სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ, თუ ვის ეკუთვნის ადგილზე ახლად აღმოჩენილი ტყვია და როგორ მოხვდა ის იმ სადარბაზოს შესასვლელთან, სადაც ალექსანდრე ივანოვი ცხოვრობდა.
მომხდარის ზუსტ დეტალებზე ადგილობრივებმა დღესაც არაფერი იციან. ოჯახის წევრები მომხდარზე ამ დრომდე არ საუბრობენ.
გუშინდელი ინციდენტის მთავარი მონაწილე კი თბილისის მთავარ სამმართველოში რჩება. მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.