გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, მიუნხენის ბაიერნმა ლევერკუზენში ბაიერი 4:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 7 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს დორტმუნდის ბორუსიას.
აღსანიშნავია, რომ ბავარია უკანასკნელი 20 შეხვედრის განმავლობაში დაუმარცხებელია - 19 მოგება და 1 ფრე.
"ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 44 ბურთი გაიტანა და 2017 წელს დამყარებული თავისი პირადი რეკორდი დაამხო. ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტური რჩება.