09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
უკრაინაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის განთავსების იდეას მოსკოვი ნეგატიურად აფასებს

უკრაინამ საკუთარ ტერიტორიაზე შესაძლოა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტები განათავსოს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა გააკეთა.

ალექსანდრე ტურჩინოვმა აღნიშნა, რომ ბირთვული საფრთხისაგან თავის დასაცავად კიევი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების თემას განიხილავს და შესაბამის კონსულტაციებსაც გამართავს.

ტურჩინოვის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი. დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის განთავსების იდეას მოსკოვი ნეგატიურად აფასებს და ამას რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.

დღის ამბები