10 სექტემბერი 2026,   11:28
ვრცლად
ქუთაისი-თბილისი მიმართულებით სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება 15 ლარამდე გაიზარდა

ქუთაისი-თბილისი მიმართულებით სამარშრუტო ტაქსებით  მგზავრობის ღირებულება გაძვრიდა. დღეიდან მოქალაქეებს  12 ლარის ნაცვლად 15 ლარის გადახდა მოუწევთ.

სხვა მიმართულებებზე ფასები, ამ დროისთვის, არ გაზრდილა.  

ქუთაისის ავტოსადგურიდან ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან ყველა მიმათულებით განახლდა.  მგზავრებს გადაადგილება რეკომენდაციების მიხედვით  მოუწევთ. ტრანპორტში პირბადის გარეშე ვერავინ შევა, ამასთან, მოხდება თერმოსკრინინგი.

მძღოლების თქმით, მგზავრობის რაოდენობაზე ამ დროისთვის შეზღუდვა არაა.  

დღის ამბები