09 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
რუსეთის სპეცსამსახურებმა მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით ლიტვის მოქალაქე დააკავეს

მორიგი ჯაშუშური სკანდალი ლიტვასა და რუსეთს შორის.

რუსეთის სპეცსამსახურებმა მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით ლიტვის მოქალაქე დააკავეს. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ფაქტზე აიყვანეს, როდესაც მას რუსეთის მოქალაქე საიდუმლო მასალას გადასცემდა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა აღიარა, რომ ლიტვის თავდაცვის უწყების სადაზვერვო დეპარტამენტის ოფიცერია.

ეს უკვე მეორე ინცინდენტია რუსეთსა და ლიტვას შორის ბოლო ერთ თვეში. რამდენიმე კვირის წინ ლიტვის დაზვერვამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პიროვნება დააკავა. ვილნიუსის გენერალური პროკურატურა დაკავებულის ვინაობას არ ამხელს, თუმცა აცხადებს, რომ ის რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელია.

დღის ამბები