02 მაისი 2024,   21:24
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები ოთხმა ადამიანმა მიიღო.

კლინიკა "მედალფაში" ორი არასრულწლოვანი, 7 და 9 წლის, მათი 27 წლის დედა და 73 წლის ბებია არიან გადაყვანილები. კლინიკის დირექტორის განცხადებით, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ. ამჟამად პაციენტები კვლევის პროცესში არიან.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები