საქართველოს პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები ქართველი დიასპორელების მიღება გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით შალვა პაპუაშვილმა მიმართა.
ღონისძიებაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე წარმატებული ქართველები მონაწილეობდნენ.
მათ სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.