18 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით 78-ე საზოგადოებრივი ცენტრი დაბა ხარაგაულში გახსნა.

ღონისძიებას ხარაგაულის და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ესწრებოდნენ.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთექვსმეტე იქნება. ცენტრები ფუნქციონირებენ საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოშიტყიბულსა და საჩხერეში.

"ამ ადგილას დასრულდა ის საბჭოური ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა ადგილას იყო გაბნეული. აქ არ იყო იმის არავითარი საშუალება, რომ თანამედროვე სტანდარტების პირობებში სახელმწიფო მომსახურება გაგვეცა. უფრო მეტიც, ხარაგაულში ჩვენ შევქმენით ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დიდ იუსტიციის სახლებში არ არის - ეს არის ბავშვებისათვის უფასო ბიბლიოთეკა და კომპიუტერების დარბაზი,"- აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. 

დღის ამბები