საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 851-ს შეადგენს. მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 5-ით მოიმატა და 702-ია.
კარანტინის რეჟიმშია 3026, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 297 ადამიანი.
COVID-19-ს საქართველოში 13 ადამიანი ემსხვერპლა.