18 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ავტობუსებში შეიმჩნევა ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა, მერია საკითხის მოსაგვარებლად მუშაობს - კახა კალაძე

მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ახალ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. როგორც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნავს, პიკის საათებში ავტობუსებში მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობაა, საკითხზე მერია მუშაობს და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სპეციალისტების ერთადერთი მოთხოვნა ნიღბით მგზავრობაა, რაც ყველა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს.

"როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდები, სასიამოვნო არ არის პირბადის გამოყენება, მაგრამ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირველ რიგში, საკუთარი ჯანმრთელობა დაიცვას.

ჩვენ შევძელით, რომ ქვეყანაში მოვლენები არ განვითარდა ისე, როგორც  ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში, ეს მოვახერხეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. ავტობუსებში შეიმჩნევა ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა, ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და ორშაბათს გაგაცნობთ გადაწყვეტილებას," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

დღის ამბები