18 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
სუსში გებიშ ხანგოშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით მისი და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პანკისის მკვიდრ გებიშ ხანგოშვილის გამოკითხვას ადასტურებენ პანკისში.

რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ხანგოშვილთან - ამის შესახებ ოჯახის წევრები და ადგილობრივები დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ კითხვები რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ეხებოდა.

სოციალურ ქსელში განცხადება გამოკითხული გებიშ ხანგოშვილის დამ, ნონა ხანგოშვილმა, გაავრცელა.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა ბრალი ედება გუშინწინ ქავთარაძეზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ჩეჩენ ახმედს, რომლის მეგობრობაც ჩემს ძმასთან იყო ერთ-ერთი ჩვეულებრივი მეგობრობა ათასობით ჩეჩენ მეგობრობათა შორის, რომლის მოწმეც ჩემი ოჯახი ყოფილა წლების მანძილზე. ჩვენი ოჯახის კარი ღია იყო ნებისმიერი სტუმრისთვის, განსაკუთრებით ომში დასახიჩრებული და დევნილი ჩეჩნებისთვის. მივმართავ ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს, ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე მოვლენების ისედაც ასეთი დაძაბულობის ფონზე, რამდენად საჭირო იყო მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება და რატომ დააკავშირეს ეს თავიდან ნარკოტიკებს. ასევე გაურკვეველია, რატომ მოხდა ამის დაკავშირება ჩვენს ოჯახთან. ყოველდღე ყველა არხზე რომ აცხადებენ ჩემი ძმის დაკავების შესახებ, როცა ის მხოლოდ რამდენიმე საათი იყო დაკითხვაზე და არ შეეძლო ტელეფონისთვის ეპასუხა, რადგან ჩამოართვეს," - წერს ნონა ხანგოშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაციების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ ასაჯაროებს

დღის ამბები