03 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
თელავში ავტომანქანა დაიწვა

თელავში "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა მანქანა გააჩერა, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.

დღის ამბები