ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძეს ოჯახის წევრები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ.
რეზო წულუკიძის ძმამ დაკავების მიზეზად პოლიტიკური მოტივი დაასახელა. მისი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე როჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე აჭარის მთავარ სამმართველოში შეხვდა მათ და საარჩევნოდ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ დახმარება სთხოვა.
ფირუზ წულუკიძის თქმით, დახმარების სანაცვლოდ დავით რიჟვაძემ მათ სოლიდური თანხაც კი შესთავაზა. ფირუზ წულუკიძის თქმითვე, მთავრობის თავმჯდომარეს მამამ დახმარებაზე უარი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მათი ოჯახის წევრების უკანონო დაკავება. ის ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებების შესახებ ფაქტებიც არსებობს, რომელსაც ჯერ არ ასაჯაროებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულები უდანაშაულოები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.