ვარკეთილში ხანძრის შედეგად დამწვარი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, თითქმის არცერთ მოვაჭრეს არ ჰქონდა დაზღვეული საკუთარი ფართი.
მოვაჭრე სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
"მეუბნებიან, რომ ჩემი მაღაზია დამწვარია. დაზღვევა საერთოდ არავის არ გვაქვს. ვითხოვთ, რომ რაც ვიზარალეთ იმის ანაზღაურება მოხდეს. ხალხს დიდი ზარალი აქვს მიღებული," - განაცხადა მოვაჭრემ.
ცოტა ხნის წინ თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ დაზარალებულების ზარალის შესწავლა მოხდება და მათ სახელმწიფო დაეხმარება.
"რაც მთავარია მსხვერპლი არ იყო, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა. მაშველებმა და მეხანძრეებმა იმუშავეს ძალიან მაგრად. ხვალ დაითვლება ყველა ზარალი და ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა, აუცილებლად სახელმწიფო გვერდში დაუდგება," - განაცხადა ილია ელოშვილმ.