კორონავირუსით ინფიცირებულ 800 ადამიანს შორის ყველაზე მეტი 51,5% 30-59 წლამდე ასაკის ადამიანია, ამის შესახებ საუბარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში, რომელიც 11 ივნისის ჩათვლით მონაცემებს მოიცავს.
კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 800 პაციენტის მონაცემები, მათ შორის 390 (48.7%) იყო კაცი და 410 (51.2%) - ქალი. პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 90 წელი, ხოლო მინიმალური 9 თვე. საშუალო ასაკი იყო 42 და მედიანა - 43 წელი. 18 წლამდე ასაკში COVID-19 აღინიშნა 98 (12,25%) შემთხვევაში.
800 ინფიცირებულიდან 0-4 წლამდე ასაკის 19 ადამიანი (2,4%); 5-14 წლამდე 61 (7,6%); 15-19 წლამდე 38 (4,7%) 20-29 წლამდე 106 (13,2%), 30-59 წლამდე 412 (51,5%); 60-69 წლამდე 89 (11,1%); 70-79 წლამდე 53 (6,6%); 80+ წლის 22 (2,7%).
800 ინფიცირებულიდან 49% კაცია, 51% ქალი.