18 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
"მშთ-15" - ამბავი მტვერსასრუტზე - ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმს მაყურებელი სექტემბერში იხილავს

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტური ფილმი "მშთ-15" დავით ნაცვლიშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით შეიქმნა. ეს არის ნამდვილ ამბებზე აგებული კინოსურათი, რომელიც დოკუმენტურ-მხატვრულ ფორმებს აერთიანებს. რეალური პერსონაჟებს, რომლებსაც სხვადასხვა ცხოვრება აქვთ, ერთი და მთავარი აერთიანებთ. ისინი ბედნიერების მაძიებლები არიან. ფილმისთვის მუსიკა ლევან ბაშარულმა შექმნა.

"მშთ-15" - ადამიანი ყვება მტვერსასრუტზე, რომელსაც შეუძლია შეისრუტოს ყველაფერი ძველი და შექმნას ახალი.

5 მინინოველად გაერთიანებული ფილმი 5 პერსონაჟის ნამდვილ ამბავს ყვება. ყველა მათგანი ცალ-ცალკეც და ერთადაც ეძებს ბედნიერებას. ეს არის სევდიანიც და ამავე დროს, ძალიან მხიარული კინო, იუმორითა და ფილოსოფიით გაჯერებული.

"მშთ-15" - მისტერიული დრამა და ბედნიერების მაძიებლების ამბავი - ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებულ პროექტს მაყურებელი სექტემბერში იხილავს.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები