08 სექტემბერი 2026,   17:07
ვრცლად
შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომუშავე ტურისტულ სექტორს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება

შიდა ტურისტების მისაღებად მზად არის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ტურისტული ობიექტები. დეტალებისა და პრობლემების გასარკვევად მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი რესტორნების, სასტუმროების და სხვა ტურისტული საქმიანობით დაკავებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგიონის მასშტაბით მომუშავე ტურისტულ ბიზნეს ოპერატორებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

მცხეთა-მთიანეთის მხარეს მწვანე ზონის სტატუსი აქვს და ის ტურიზმის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადგილია.

"სამუშაო ჯგუფი, რომელზეც შევჯერდით, რომ ჩამოვაყალიბოთ, ეს იქნება არამხოლოდ მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეგიონალური მასშტაბით, სადაც გაერთიანებული იქნება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურისტული მიმართულებით დასაქმებული კომპანიები და წარმომადგენლები," - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

დღის ამბები