18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული 3 პირის სარჩელს საია სასამართლოს წარუდგენს

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული 3 პირის სარჩელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოს წარუდგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს დაზარალებულებისთვის მორალური ზიანისა და ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავს.

"საია"  მთავარ მტკიცებულებად სამედიცინო დასკვნას ასახელებს, რომელიც, მათი თქმით, დაზარალებულებისთვის მიყენებულ ზიანს ადასტურებს.

"ჩვენ ვითხოვთ იმ დაზიანებისა და მიყენებული და ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მათ მიადგათ და ამ ზიანის ანაზღაურება გამოიხატება მორალური ზიანის ანაზღაურებაში და ამავდროულად, შრომისუნარიანობის დაკარგვის, ან - შემცირებიდან გამომდინარე, ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაში,"- აცხადებს საიას იურისტი მარიკა დუმბაძე.

დღის ამბები