25 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
ვინ დაუკვეთა დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობა - დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული

ვინ დაუკვეთა დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობა - ამ საკითხზე მუშაობა პროკურატურამ უკვე დაასრულა და საქმის განხილვა დღეიდან სასამართლოში იწყება.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია წინასასამართლო სხდომა. ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობისთვის ერთი პირი -  ზაზა მურჯიკნელია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის 24 იანვარს, "კურიერმა" გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სპეცოპერაციის ექსკლუზიური კადრები გაავრცელა. მკვლელობაში ბრაკდებული მუხროვანის ამბოხებაზე გასამართლებული ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელი აღმოჩნდა.​ 

"კურიერის" ექსკლუზიური კადრები გლდანში გამთენიისას არის გადაღებული. პოლიციამ ის ავტომობილი გააჩერა და გაჩხრიკა, რომელსაც დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისივე შვილის მკვლელობისთვის ძებნილი პირი მართავდა. ზაზა მურჯიკნელს გამომძიებლებმა ადგილზევე განუმარტეს რის გამო აკავებდნენ და ხელბორკილებიც დაადეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები