2021 და 2022 წლებში საქართველოში ხელბურთელთა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები გაიმართება.
2021 წელს 17 წლამდე გოგონათა ევროპის პირველობა ჩატარდება, ერთი წლის შემდეგ კი 18-წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ.
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია მსოფლიო პირველობის ჩატარებას ორ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში გეგმავს.
მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის აგვისტოშია დაგეგმილი, 32 მონაწილე ქვეყანა კი კონტინენტური ჩემპიონატების შემდეგ გაირკვევა.