16 სექტემბერი 2026,   21:26
ვრცლად
თორნიკე შენგელია ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდა

თორნიკე შენგელია ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდა.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფეს 7 ქულით სხვაობით 79:72 მოუგო და მეორე გამარჯვება იზეიმა.

შენგელია მატჩის MVP გახდა. თორნიკემ 31 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულას, 6 მოხსნასა და 7 პასს მოუყარა თავი.

თორნიკემ 10-დან 7 - ორქულიანი, ერთი - სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინმა 27 წუთში 18 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

გიორგიმ 13-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ბასკონია მომდევნო ტურში ბარსელონას ეთამაშება, ხოლო ტენერიფე ბილბაოს ხვდება.

დღის ამბები