20 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
"ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი" - ქუთაისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმა 20 ივნისის მოვლენები გააპროტესტეს

"ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი" - ქუთაისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და მხარდამჭერები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და 20 ივნისის მოვლენები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 

მათი თქმით, ე.წ. გავრილოვის ღამის ერთი წლის თავზე ვერ მიიღეს შედეგი, ამიტომ ცდილობენ, დემონსტრაციით გამოხატონ პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის რეჟიმიც არის სისხლიანი.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით აგვისტოს ომის მემორიალთან გადაინაცვლეს.

"ერთი წელი გავიდა სისხლიანი ღამიდან, თუმცა შედეგი არ არის მიღწეული და არ არიან დამნაშავეები დასჯილი. ამიტომ დემონსტრაციულად შევიკრიბეთ, რომ გავაპროტესტოთ ის, რაც მოხდა 20 ივნისს. ხელისუფლების მმართველობა არის სისხლიანი და მათ ოკუპანტის გამო დასაჯეს ახალგაზრდები," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

დღის ამბები