25 აპრილი 2024,   02:28
ვრცლად
ოლიგარქის გარემოცვა ბიუჯეტს წურბელებივით ასხედან - გრიგოლ ვაშაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში და ბარათაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დასრულდა. პროექტზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ვაშაძის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები გაუმართავი აღმოჩნდა, რის გამოც ქუჩა ხელახლა გადათხარეს.

"12 მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელსაც წურბელებივით ასხედან "ქართული ოცნების" დეპუტატები, მერები, პარლამენტარები ოლიგარქის გარემოცვა. ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებს. რამდენიმე დღეა ქუთაისში დავდივარ, ბარათაშვილის ქუჩაზე მილიონ 100 ათასია უკვე დახარჯული ვითომ რაღაცის გაკეთებაში. შემდეგ მოვიდნენ, თხლად დაგებული ასფალტი აყარეს და ახლა აკეთებენ სანიაღვრე არხებს,"- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

დღის ამბები