18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
სოფელ ყარაჯალში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა - მამაკაცი კოვიდინფიცირებული 63 წლის ქალის სიძეა

სოფელ ყარაჯალში მცხოვრებ, 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსის დაუდასტურდა. ნიმუშის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 40 წლამდე კაცი თელავის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში გუშინ მოათავსეს.
როგორც "კურიერს" დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ ცენტრში განუცხადეს, ინფიცირებული შუახნის ქალის სამი კონტაქტიდან, covid-19 ზე მხოლოდ ერთი პასუხი აღმოჩნდა დადებითი, რომელიც მისი სიძეა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტების მოძიება, როგორც თბილისში ასევე სოფელ ყარაჯალაში. ამ ეტაპზე მამაკაცს ვირუსის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა რამდენიმე საათში სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანენ.

ეთნიკურ აზერბაიჯანელ შუახნის ქალს კორონავიური გუშინ დაუდასტურა, რის შემდეგაც დაინფიცირებული თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები