პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან ამჯერად ლანჩხუთში შედგა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შეკრებილებს "გირჩის" სამომავლო ხედვებზე და საპარლამენტო გეგმებზე ესაუბრა. ლანჩხუთელების ინტერესის ძირითადი საგანი ეკონომიკური პროგრამა, განათლების სისტემის რეფორმის გირჩისეული ხედვა, ნარკოპოლიტიკა და სხვა აქტუალური საკითხები იყო.
ჯაფარიძის თქმით, გურიის რეგიონში გამართულმა შეხვედრებმა საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
მომდევნო შეხვედრებს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" უკვე აჭარის რეგიონში გამართავს.