18 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს შეეხება - პრემიერი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული საკითხი 5 მუნიციპალიტეტს შეეხება.

პრემიერის თქმითვე, მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის ფინანსური ხარჯის გაწევა არ მოუწევთ.

"მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც შეეხება 5 მუნიციპალიტეტს - თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 000 ჰექტარი მიწა, ფაქტობრივად, მოწესრიგდება.

ამისთვის უკვე დაფინანსება არსებობს. ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს - ეს იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, რომლებიც, რა თქმა უნდა, უფასოდ, საფასურის გარეშე ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. მთავრობას აქვს უკვე სამწლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით იმისთვის, რომ ქვეყანაში სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები