19 აპრილი 2024,   01:41
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების  შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლას არ ეთანხმებოდა არც ბრალდების მხარე, პროკურორის განცხადებით გიორგი რურუას მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დიდია.

თავად გიორგი რურუამ სხდომაზე განაცხადა, რომ ის უკანონო პატიმარია და მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება წარმოებს.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. გიორგი რურუა "მთავარი არხის" მეწილეა. ოპოზიცია გიორგი რურუას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

დღის ამბები