მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი 10 მილიონს უახლოვდება. პანდემიის ეპიცენტრი კვლავ შეერთებული შტატებია, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის შემთხვევების რიცხვი რეკორდულად იზრდება. ტეხასის შტატი შეზღუდვების შემსუბუქების პროცესს აჩერებს.
შტატების ხელისუფლების ვარაუდით, ქვეყანაში შესაძლოა კოვიდინფექციის შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე ათჯერ მეტი იყოს და რეალურად 20 მილიონს აჭარბებდეს.
მონაცემები რეკორდულად მატულობს ლათინო ამერიკის ქვეყნებშიც. COVID-19 დაუდგინდა მექსიკის ფინანსთა მინისტრს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს ევროპის ქვეყნებსაც. ჯანმოს ცნობით, რეგიონში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ფიქსირდება.