რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში, თურქეთში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 193 ათასზე მეტია, დაღუპულია 5 ათასზე მეტი, მათ შორის გარდაცვალების 21 შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.
რუსეთში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 610 ათასს, ლეტალობის მაჩვენებელი კი 8 ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათში 7 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 92 ადამიანი დაიღუპა.
გასულ დღე-ღამეში 11 ინფიცირებული გარდაიცვალა სომხეთში და 771 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 22 400-ზე მეტია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 397.
აზერბაიჯანში კიდევ 6 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის 180-ს მიაღწია. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 14800 ზე მეტია, ბოლო 24 საათში კი 547 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.