10 სექტემბერი 2026,   01:42
ვრცლად
"ფეისბუკსტატუსის გამო დამიბარეს" - ჟურნალისტი ნინო ჭელიძე სუსში გამოკითხვაზე მივიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული ჟურნალისტი ნინო ჭელიძე. ჭელიძის დაბარება, სავარაუდოდ, საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც COVID-19-ის მონაცემების გაზრდის მიზნით, გარდაცვალების მიზეზების გაყალბებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხება

"გამეცნო გამომძიებელი და მითხრა, რომ გიბარებთ ფეისბუკსტატუსის გამო. ძალიან გამიკვირდა მაგრამ რა თქმა უნდა მოვედი. სახელმწიფო რომ ფულს იხდის, რომ გაყალბდეს გარდაცვალების დიაგნოზი, ამის გჯერათ თუ არა, ეს ვიკითხე ფეისბუკში და გაიმართა დისკუსია ჩემი სტატუსის ქვეშ. კითხვა დავსვი და კითხვის გამო დამიბარეს, როგორც ჩანს," - აცხადებს ნინო ჭელიძე.

დღის ამბები