10 სექტემბერი 2026,   06:23
ვრცლად
არ მაქვს ვალდებულება, რომ გავთქვა ჩემი წყაროები - ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ სუსის შენობა დატოვა

"ტვ პირველის" ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი მისამართით კითხვები გაჩნდა ჟურნალისტის მიერ მომზადებულ რეპორტაჟზე, რომელიც გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას და ბრალდებულ ვასამბეკ ბოკოვის საქმეს უკავშირდებოდა. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ჟურნალისტმა განაცხადა, კითხვები მის მიერ მომზადებული რეპორტაჟის ირგვლივ იყო. მისი თქმით, ყველა კითხვაზე პასუხი იყო, რომ მას საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი იცავს და წყაროს გათქმის ვალდებულება არ აქვს:

"გამომძიებელს კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით რამდენი ხანია რაც ვიცნობ გიორგი გაბუნიას, როდის გავიგე რომ დანაშაული იყო დაგეგმილი, მისაუბრია მასთან ამ თემაზე იმის გარდა რაც ის ჩემი რესპოდენტი იყო.  კითხვები ჰქონდათ საიდან მქონდა ინფორმაცია, არსებობს თუ არა დოკუმენტები და ა.შ. ყველა კითხვაზე იყო პასუხი რომ მე მიცავს 50-ე მუხლი და არ მაქვს ვალდებულება, რომ გავთქვა ჩემი წყაროები," - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.

ადვოკატ ლევან მახარაშვილის თქმით, გამოძიების მთავარი კითხვები წყაროს და ამ საქმის დოკუმენტებს ეხებოდა.

დღის ამბები