09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
"კინოსამყარო შიდსის წინააღმდეგ" – ვარსკვლავები საქველმოქმედო გალა საღამოზე

"კინოსამყარო შიდსის წინააღმდეგ", – კანის კინოფესტივალზე ჩასული ვარსკვლავები საქველმოქმედო გალა საღამოზე შეიკრიბნენ. ამფარის აუქციონზე ვარსკვლავებმა გასაყიდად საკუთარი ნივთები გაიტანეს, რომელთა შორის რამდენიმე შედევრიც აღმოჩნდა.

ლეონარდო დიკაპრიომ ქველმოქმედებისთვის ბენკსის ნამუშევარი გაიღო, რომელიც მილიონ ევროდ გაიყიდა. 600 ათას ევროდ გაყიდეს პაბლო პიკასოს ნახატი. ვახშამი ანდრეა ბოჩელისთან ასევე ერთ მილიონ ევროდ გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული ლოტი კი ჯეფ კუნსის ქანდაკება გახდა, რომელიც 12 მილიონ ევროდ გაყიდეს. მთლიანობაში აუქციონზე 30 მილიონი ევრო შეგროვდა.

დღის ამბები