18 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
აბაშაში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა

აბაშაში დაჭრილი მამაკაცს, რომელიც ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა.

კლინიკის ექიმის თამარ ჯანელიძის ინფორმაციით, მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

"გუშინ შემოიყვანეს მამაკაცი აბაშიდან. მას გულ-მკერდის და მუცლის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ჩაუტარდა ოპერაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურია,"- განაცხადა თამუნა ჯანელიძემ.

"კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილი და ბრალდებული თანასოფლელები არიან და შემთხვევა, შესაძლოა, ძველი ურთიერთდაპირისპირებას უკავშირდებოდეს.

სამართალდამცავებმა ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დააკავეს, ის დანაშაულს აღიარებს. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები