09 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
ლატვიის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლიდან საქართველომ და უკრაინამ უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ

ლატვიის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლიდან საქართველომ და უკრაინამ უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს. ამის შესახებ ლაიმდოტა სტრაუიუმამ რიგის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„საქართველო და უკრაინა აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ კრიტერიუმები და მოთხოვნები რაც მათ წინაშე დგას და თუ წლის ბოლოს ევროკომისია თავის დადებით გადაწყვეტილებას დადებს მაშინ წლის ბოლოს საქართველო და უკრაინა შემდეგ წელს სავარაუდოდ უკვე ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით, ამას სჭირდება კიდევ ერთი ანალიზი კომისიის მხრიდან ამ წლის დასასრულს,“ - აცხადებს ლატვიის პრემიერი.

დღის ამბები