18 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
მწვრთნელების აქცია რუსთაველის გამზირზე - ისინი სპორტდარბაზების გახსნის თარიღის დასახელებას ითხოვენ

სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით დედაქალაქის მთავარ გამზირზე მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს.

მწვრთნელებს ხელისუფლებასთან ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ - რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საქართველოს მასშტაბით ყველა სპორტდარბაზი, 5 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანის დაშვებით.

მათი განცხადებით, მეოთხე თვეა შემოსავლის გარეშე არიან. მწვრთნელების თქმით, ორშაბათს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს და ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ, იმსჯელეს რეკომენდაციებზე, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა და დღემდე პასუხს ელოდებიან.

დღის ამბები