სამართლებრივი დავა ავტორიზაციის შეწყვეტის საპასუხოდ - შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს დღეს საჩივარი სააპელაციო საბჭოში შეაქვს.
ზოგადი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება სასწავლებლისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ 1 ივნისის სხდომაზე ერთხმად მიიღეს. ამის მიზეზად სკოლაში სასწავლო პროცესთან შეუსაბამობაში მყოფი არაერთი ფაქტი დასახელდა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია და იმედოვნებს, რომ სკოლა ავტორიზაციის უფლებას კვლავ მიიღებს.
"გადმოეგზავნა დასკვნა სკოლას ექსპერტთა დასკვნა და მასში მითითებული იყო ისეთი ტიპის ბრალდებები, რომელსაც სკოლა კატეგორიულად ემიჯნება. იყო რაღაც ელემენტარული, მინიმალური ხარვეზი, რომელიც აღმოიფხვრა და გამოსწორდა ჯერ კიდევ ექსპერტის სკოლაში ყოფნის პერიოდშივე. მოვამზადეთ საჩივრის წერილი და შეგვაქვს სააპელაციო საბჭოში," - განაცხადა შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ნანა ყანჩაველმა.