გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ეხმაურება. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ყველა სპორტსმენი, რომელიც შემჩნეული იქნება რაიმე სახის ძალადობაში, ყველა მათგანი უნდა იყოს დაუყოვნებლივ დისკვალიფიცირებული, ხოლო მათი ფედერაციები სანქცირებული.
"რასაც ეწირება ჩვენი შვილების სიცოცხლე, ამას ჰქვია სქელ კუნთიან სპორტსმენ-ზონდერთა დიქტატურა, დამყარებული ხელისუფლების სრული თანადგომით. ყველა სპორტსმენი, ვინც იქნება შემჩნეული ძალადობაში, საყოფაცხოვრებო თუ პოლიტიკური პროცესების დროს, სამუდამოდ იქნას დისკვალიფიცირებული. ასეთი სპორტსმენების გამზრდელი ფედერაციები, საერთაშორისო ორგანიზაციებში იქნებიან ასევე სანქცირებულები,"- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.