რა გახდა გორში, 44 წლის პოლიციელის დავით სვიანაძის მკვლელობის მიზეზი, მეზობლებმა არ იციან. ერედვის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელს დანით სასიკვდილო ჭრილობა მაშინ მიაყენეს, როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. დანაშაული უცხო ქვეყნის მოქალაქემ ჩაიდინა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მკვლელობა სვიანაძის სახლში მოხდა, სადაც სავარაუდო დამნაშავე მდგმურად ცხოვრობდა. ის უკვე დაკავებულია.
მომხდარის შესახებ ვერ საუბრობენ ვერც "ჯეო სოლუშენ კომპანიში" სადაც სავარაუდო დამნაშავე მუშაობდა. როგორც კომპანიაში "კურიერს" განუცხადეს მენეჯმენტი განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებს, ჯერჯერობით კი ისინი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.