09 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
რიგის სამიტის შედეგებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება

რიგის სამიტის შედეგებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობებს, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანსა და ბელარუსთან," – წერია განცხადებაში, რომელსაც უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, მარი ჰარპი, ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიას, ეფექტურ მმართველობას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს.

"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და დეზინფორმაციის გაზრდის ფონზე,"– წერია სახელმწიფო დეპარატამენტის განცხადებაში.

დღის ამბები