09 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
"ახალი სამიტი, მაგრამ ძველი სიმღერა" - მოსკოვი რიგის სამიტზე

"ახალი სამიტი, მაგრამ ძველი სიმღერა," – ასე აფასებს რიგის სამიტის შედეგებს მოსკოვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბოლოო დეკლარაციაში ახალი არაფერია და მასში დადასტურებულია ის დებულებები, რომელიც ვილნიუსის სამიტზე იყო მიღებული.

"აღმოსავლეთ პარტნიორობა ზეიდეოლოგიზირებულ გეოპოლოტიკურ პროექტად რჩება, რომლის რეალიზებაზეც ნეგატიურ გავლენას ევროკავშირის წევრი ანტირუსული განწყობის მქონე ქვეყნები ახდენენ," – ნათქვამია განცხადებაში.

ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ სამიტის მონაწილეებმა ევროკავშირის წევრების არაერთგვაროვან პოზიციაში რუსეთი დაადანაშაულეს და ამაში ახალი არაფერია.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უნდა ისწავლოს ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემა და მზადყოფნას გამოთქვამენ ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. 

დღის ამბები