19 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
16 წლის მოსწავლის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდეს - საქმეზე სასამართლო სხდომა 24 აგვისტოს ჩაინიშნა

ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებული პედაგოგები მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე გამოუშვა. პროკურატურა ბრალდებულთათვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალი გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია წარდგენილი აქვს სკოლის ორ პედაგოგს. გამოძიებამ ერთ წლიანი მუშაობის შედეგად დაადგინა, რომ პედაგოგებისთვის ცნობილი იყო საფრთხე, თუმცა მოსწავლეების ჩანჩქერში შესვლას ხელი არ შეუშალეს. 

ბრალდება 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. პედაგოგები ბრალს არ აღიარებენ.

"ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მოთხოვნილი იქნა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება. გირაო იყო 5 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული და არ იქნა გამოყენებული ბრალდებულების მიმართ. გამოვიკვლევთ დანარჩენ მტკიცებულებებს უკვე საქმის არსებითი განხილვის დროს და მიღებული იქნება სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილება . გულგრილობა გამოიხატებოდა მათ მიერ გარკვეული მოქმედებების შეუსრულებლობაში," - აცხადებს საქმის პროკურორი ოთარ სამუნაშვილი.

საქმეზე სასამართლო სხდომა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.

 

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები