02 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
გიორგი რურუას სასამართლო პროცესი - მოსამართლემ საქმეს მტკიცებულებათა მხოლოდ ნაწილი დაურთო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა გაიმართა. სხდომაზე დაცვის მხარემ ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატმა საქმეში სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის დართვა მოითხოვა. შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. მოსამართლემ კი საქმეს მტკიცებულებათა მხოლოდ ნაწილი დაურთო.

"დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა, მათ შორის მოწმეთა სიის განვრცობასთან დაკავშირებით, მას დაემატა სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის ერთი თანამშრომელი. თუმცა თუკი ბრალდების მხარე არ გახდის სადავოდ, მათ მიერ ამ დოკუმენტებზე ხელმოწერას, ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ ისინი არ გამოცხადდნენ სასამართლოში. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი გამოცხადდება სასამართლოზე და მისცემს განმარტებას მათ მიერ შედგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით," - აცხადებს გიორგი რურუას უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი.

დღის ამბები