09 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
კალიფორნიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები დააკავეს

კალიფორნიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, 24 წლის ორი ახალგაზრდა ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებასა და რადიკალ ისლამისტებთან გაერთიანებას გეგმავდა.

ერთ–ერთი ეჭვმიტანილი პოლიციამ ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. მას სტამბოლის გავლით თელავივის ბილეთი ჰქონდა ნაყიდი. მეორე ეჭვმიტანილი კი სახლთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე აიყვანეს.

ორივე მათგანს ბრალი უკვე წაუყენეს. დამტკიცების შემთხვევაში კი დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები