გახანგრძლივდება თუ არა პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვები, რომელიც 15 ივლისამდე მოქმედებს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გახდება ცნობილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად იქნება მიღებული.
"2 კვირაა ჯერ დარჩენილი 15 ივლისამდე. განვმარტოთ, რა მოხდება 15 ივლისის შემდგომ. ჯერჯერობით, საკოორდინაციო საბჭო საკმაოდ ეფექტურად მართავს ამ სიტუაციას. არ ყოფილა არცერთი ისეთი ნაბიჯი, რომელსაც საკმაოდ ეფექტური შედეგი არ მოეტანოს. ამიტომ, 10-ში, 11-ში, 12-ში შევხედავთ ჩვენი ეპიდემიოლოგების კონსულტაციების და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე რა ვითარება იქნება ქვეყანაში და მხოლოდ ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.