09 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
მექსიკაში სამართალდამცველებსა და ნარკოკარტელის წევრებს შორის შეტაკებას 44 ადამიანი ემსხვერპლა

შეიარაღებულ შეტაკებას სამართალდამცველებსა და ნარკოკარტელის წევრებს შორის მექსიკაში 44 ადამიანი ემსხვერპლა. ინცინდენტი მიჩოაკანის შტატში მოხდა.

პოლიციამ ალყაში მოაქცია ერთერთი რანჩო, სადაც კარტელის წევრების შეკრება იყო.

ძალოვანების ინფორმაციით, პირველებმა ცეცხლი ეჭვმიტანილებმა გახსნეს და ერთი ოფიცერი დაჭრეს.

ოპერაციაში ათობით პოლიციელი და ვერტმფრენებიც მონაწილეობდა. ორმხრივი სროლის შედეგად 2 პოლიციელი დაიღუპა, დანარჩენი 42 გარდაცვლილი კი ნარკოკარტელის წევრია.

სამართალდამცველებმა სამი ეჭვმიტანილის დაკავება შეძლეს.

გამოძიების ცნობით, ყველა მათგანი დაჯგუფება ხალისკოს წევრია, რომელსაც კავშირი აქვს ამავე შტატის ერთერთი ქალაქის მერობის კანდიდატის მკვლელობასთან.

დღის ამბები